1.ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება:
ა) უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ ქონებასთან;
ბ) მომსახურების ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ იგი დაკავშირებულია მოძრავ ქონებასთან;
გ) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ იგი ხორციელდება კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში;
დ) ტვირთების გადატანის ან მგზავრთა გადაყვანის ადგილსამყოფელი ტრანსპორტირების დაწყებისას, თუ მომსახურება დაკავშირებულია ამ გადაზიდვებთან. ამ კოდექსის 233-ე მუხლის მიზნებისათვის საქართველოს ფარგლების გარეთ გადასახადის გადამხდელის მიერ მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადატანასთან დაკავშირებული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად;
ე) მომსახურების მიმღები პირის მიერ ამ მომსახურების ეკონომიკური სარგებლის მიღების ადგილი, თუ ამ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ:
ე.ა) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა ანალოგიური არამატერიალური აქტივის საკუთრებაში გადაცემა ან დათმობა;
ე.ბ) საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებისა და სხვა ანალოგიური მომსახურება;
ე.გ) პერსონალით უზრუნველყოფა;
ე.დ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა (გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა);
ე.ე) ხელშეკრულების ძირითადი მონაწილე პირის (საწარმოს ან ფიზიკური პირის) სახელით მოქმედი აგენტის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მომსახურება;
ვ) იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.
2.თუ მომსახურების გაწევის ადგილი აღწერილია ამ მუხლის პირველი ნაწილის ერთზე მეტ ქვეპუნქტში, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება მომსახურების აღმწერი რიგით პირველი პუნქტის მიხედვით.
მითვისების ძირითადი და დამამძიმებელი შემადგენლობების თანაფარდობა
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას და განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენიდან ამორიცხა მსჯავრდება სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან იგი მოცული იყო იმავე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება:ა) უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ ქონებასთან;ბ) მომსახურების ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ იგი დაკავშირებულია მოძრავ ქონებასთან;გ) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ იგი ხორციელდება კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში;დ) ტვირთების გადატანის ან მგზავრთა გადაყვანის ადგილსამყოფელი ტრანსპორტირების დაწყებისას, თუ მომსახურება დაკავშირებულია ამ გადაზიდვებთან. ამ კოდექსის 233-ე მუხლის მიზნებისათვის საქართველოს ფარგლების გარეთ გადასახადის გადამხდელის მიერ მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადატანასთან დაკავშირებული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად;ე) მომსახურების მიმღები პირის მიერ ამ მომსახურების ეკონომიკური სარგებლის მიღების ადგილი, თუ ამ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ:ე.ა) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა ანალოგიური არამატერიალური აქტივის საკუთრებაში გადაცემა ან დათმობა;ე.ბ) საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებისა და სხვა ანალოგიური მომსახურება;ე.გ) პერსონალით უზრუნველყოფა;ე.დ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა (გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა);ე.ე) ხელშეკრულების ძირითადი მონაწილე პირის (საწარმოს ან ფიზიკური პირის) სახელით მოქმედი აგენტის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მომსახურება;ვ) იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.2. თუ მომსახურების გაწევის ადგილი აღწერილია ამ მუხლის პირველი ნაწილის ერთზე მეტ ქვეპუნქტში, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება მომსახურების აღმწერი რიგით პირველი პუნქტის მიხედვით.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სარკინიგზო…საჯარო სამართლის იურიდ…ტურიზმის შესახებ