Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 34

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 34. აუთსორსინგული მომსახურება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:პრივატ ბანკინგიკრიპტო კომპლაიენსიუზრუნველყოფილი დაკრედიტება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, საკვანძო ფუნქციები, მთლიანად ან ნაწილობრივ შესაძლებელია გადაეცეს შესაბამის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამ საქმიანობების განხორციელებისას/ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მათი სახელით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საპენსიო კომპანიას, მზღვეველსა და აქტივების მმართველ კომპანიას.

3.საკვანძო ფუნქციების ან ნებისმიერი სხვა საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემა არ უნდა იწვევდეს: ა) საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესებას; ბ) საოპერაციო რისკების გაუმართლებელ გაზრდას; გ) საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე სამსახურის/საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელების შეფერხებას; დ) საპენსიო სქემის მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების გაუარესებას.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული აუთსორსინგის შემთხვევაში საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან უზრუნველყონ გადაცემული საქმიანობების/ფუნქციების სათანადო განხორციელება/შესრულება აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი მონიტორინგით როგორც შერჩევის პროცესში, ისე მათი ფუნქციონირების მთელი პერიოდისთვის.

5.საქმიანობებისა და საკვანძო ფუნქციების გადაცემა უნდა განხორციელდეს საპენსიო კომპანიას, მზღვეველსა და აქტივების მმართველ კომპანიას და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების განაწილება.

6.საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგული მომსახურების შესახებ დროულად აცნობონ სამსახურს, ხოლო საკვანძო ფუნქციების აუთსორსინგზე გადაცემის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე სამსახურს/საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა ეცნობოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე. სამსახურს/საქართველოს ეროვნულ ბანკს აგრეთვე უნდა ეცნობოს ნებისმიერი შემდგომი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომელიც შეეხება აუთსორსინგულ მომსახურებას.

7.სამსახური/საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საპენსიო კომპანიას, მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიასა და აუთსორსინგული მომსახურების მომწოდებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემულ საკვანძო ფუნქციებთან ან ნებისმიერ სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით.

წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სიმდიდრის მართვის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უზრუნველყოფის მართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 31ზოგადი მოთხოვნები
  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა
  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 16აუთსორსინგული მომსახურება
  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 9აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 12აქტივების მმართველი კომპანია
  • 29აღრიცხვა-ანგარიშგება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 25აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

დაზღვევის შესახებ

  • 20სამსახურის ფუნქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
122920891628¹72531371334
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …არასახელმწიფო საპენსიო…საინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023