მეწარმეთა შესახებ

მუხლი 5. მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიმორის გიგაურიდავით მაისურაძე

1.საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება; ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა; გ) საწარმოს იურიდიული მისამართი; დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს; ე 1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები; თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა; ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე; ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; მ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.

1¹.თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განსხვავდება მისი რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითება სავალდებულოა.

1².საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება.

1³.თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოხდება უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად.

2.პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 5 1 მუხლით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

3.სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

4.თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.

5.საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.

6.საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.

7.(ამოღებულია - 24.06.2016, №5569) .

8.(ამოღებულია - 24.06.2016, №5569) . საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2097 – სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.60 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1830 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.298 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5575 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2287 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3419 - ვებგვერდი, 22.04.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5569 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • 54321.09.2012კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 101

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-664-635-20162017-03-02245
    დიდი პალატადიდი პალატა

    შეიძლება თუ არა იძულებით დათმობილი საწარმოს წილის დაბრუნების მოთხოვნა დელიქტურ და სავინდიკაციო საფუძვლებს დაეფუძნოს?

    დავა ეხებოდა ტელეკომპანიის წილების იძულებით გასხვისებას, გარიგებების ბათილობასა და საკუთრების აღდგენას. დიდმა პალატამ განმარტა, რომ წილების დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს დელიქტურ და სავინდიკაციო ნორმებს, ხოლო გარიგების ფასის შეუსაბამობა, სხვა წინაპირობების გარეშე, ბათილობისთვის საკმარისი არ არის. სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობის შესაგებელი და მიიჩნია, რომ სადავო გარემოებებზე კვალიფიციური შედავება არ იყო წარმოდგენილი. სსსკ 411-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება გაუქმდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით აღდგა მოსარჩელეთა საკუთრება წილებზე.

  • №ას-1319-20182021-05-2135
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა პირობებში შეიძლება დედა საზოგადოების მინორიტარმა პარტნიორმა გაასაჩივროს აქტივების შვილობილ საზოგადოებაში გადაცემა?

    მინორიტარმა პარტნიორმა მოითხოვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების, შვილობილი საზოგადოების წესდების ბათილად ცნობა და მერიის წერილის სიყალბის დადგენა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ასპროცენტიანი შვილობილი საზოგადოების დაფუძნებითა და მის კაპიტალში ქონების შეტანით მოცემულ გარემოებებში პარტნიორის უფლებები არ შელახულა, ხოლო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ორთვიანი ვადა გაშვებული იყო. სასამართლომ აგრეთვე უარყო წესდების მიმართ პრეტენზიები და წერილის სიყალბის დადგენის მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი ვერ დაინახა. მან მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, მოსარჩელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყო.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი?

    მოსარჩელე ითხოვდა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, რადგან ოქმში მისი კრებაზე დასწრება იყო აღნიშნული და ეს გარემოება სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად იქცა. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი და დაასკვნა, რომ ოქმის ბათილად ცნობა თავისთავად ვერ აღადგენდა მოსარჩელის უფლებას, ხოლო მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა ორივე ქვედა ინსტანციის აქტი და სარჩელი განუხილველად დატოვა. საკასაციო საჩივარი განსახილველად დასაშვებად იყო ცნობილი; განუხილველად დარჩა სარჩელი და არა საკასაციო საჩივარი.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა მნიშვნელობა აქვს სამეწარმეო რეესტრში გამოქვეყნებულ დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვას უძრავი ქონების მყიდველისთვის?

    შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მოითხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების თავის საკუთრებად აღრიცხვა. დავა შეეხებოდა დირექტორის შეზღუდული წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით დადებული გარიგების ნამდვილობას და ქონების დაბრუნებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორთა კრების აუცილებელი თანხმობისა და შემდგომი მოწონების გარეშე დადებული გარიგება ბათილი იყო, ხოლო მყიდველს რეესტრში გამოქვეყნებული შეზღუდვის შემოწმება მართებდა. საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილეს, არ დააკმაყოფილეს და სააპელაციო განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით უცვლელად დატოვეს.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    როდის შეუძლია პარტნიორს საზოგადოების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრა მისი ქონებრივი უფლების დასაცავად?

    დავა შეეხებოდა სასაქონლო ნიშნის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებისა და მისი მომწონებელი პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობას, აგრეთვე ნიშანზე საზოგადოების რეგისტრირებული უფლების აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პარტნიორს შეეძლო საზოგადოების სასარგებლოდ წარმოებული სარჩელის აღძვრა, ხოლო ჩვეულებრივ საქმიანობას გაცდენილი გარიგება საჭიროებდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ შემძენმა იცოდა დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ და გარიგების შემდგომი მოწონება გადახდისუუნარობის პროცესში მეურვის თანხმობას საჭიროებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ?

    ნ.ბ–ძე მოითხოვდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლებითაც საზოგადოების დირექტორის ცვლილება დარეგისტრირდა და მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისად ჰქონდა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურდა. სასამართლომ მიუთითა აღიარებითი სარჩელის სუბსიდიურობაზე და მოთხოვნის დაზუსტების ან მიკუთვნებითი მოთხოვნის შესაძლებლობის შემოწმების აუცილებლობაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება; ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა; გ) საწარმოს იურიდიული მისამართი; დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს; ე 1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები; თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა; ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი; კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე; ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; მ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება. 1 1 . თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განსხვავდება მისი რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითება სავალდებულოა. 1 2 . საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება. 1 3 . თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოხდება უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად. 2. პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 5 1 მუხლით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. 3. სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. 4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით. 5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი. 6. საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება. 7. (ამოღებულია - 24.06.2016, №5569) . 8. (ამოღებულია - 24.06.2016, №5569) . საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2097 – სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.60 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1830 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.298 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5575 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2287 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3419 - ვებგვერდი, 22.04.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5569 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №57 · ძალაშია 2 სექ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 სექ. 2015 – 1 ნოე. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

    მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები სრულად ამოღებულია: მოხსნილია სურსათთან, ვეტერინარიასა და მცენარეთა დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობისა და საზღვარგარეთ შრომით მოწყობის მითითების სავალდებულოობა და მათი დამატებითი სარეგისტრაციო პირობები.

  3. · გამოქვეყნდა 22 აპრ. 2015
  4. · გამოქვეყნდა 2 მაი. 2014

    მე-7 პუნქტში გაფართოვდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს (ცხოველი, მცენარე, მათი პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი, პირველადი წარმოება, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მომსახურება), საკვებწარმოების ობიექტები კი ჩამონათვალიდან გავიდა. დამატებითი პირობები ახლა ეხება მეწარმე სუბიექტის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციას.

  5. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „მ“ ქვეპუნქტი ელექტრონული ფოსტისა და ჩაბარებულად ჩასათვლელი სხვა მისამართის შესახებ.

  6. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის ბოლო წინადადებაში სურსათის/ცხოველის საკვების სფეროს საწარმოს საქმიანობის რეგისტრაციის საფასურის განმსაზღვრელი აქტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის ნაცვლად საქართველოს მთავრობის დადგენილებაა; დამატებითი პირობები კვლავ ინსტრუქციით განისაზღვრება.

  7. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
  8. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2010

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტი გადაკეთდა სარეგისტრაციო განაცხადის გარშემო და გაფართოვდა მასში მისათითებელი მონაცემები (დ–ლ ქვეპუნქტები); მე-3 პუნქტში შეიცვალა დამოწმების წესი, მე-4 პუნქტში — ეკვივალენტურობის წესის განმსაზღვრელი და დაემატა ახალი სუბიექტი, ხოლო დაემატა მე-7 პუნქტი სურსათის/საკვების საწარმოებზე.

  9. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2007

    5.3.2 პუნქტიდან ამოღებულია შენატანის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, 5.3.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში საბუთის ნაცვლად მიეთითება თითოეული პარტნიორის წილი, ხოლო დოკუმენტების ჩამონათვალის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

  10. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    5.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ხელმძღვანელის მონაცემთა ჩამონათვალი შეიცვალა, 5.4 პუნქტით განცხადებას ხელს აწერს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი, ხოლო 5.5 პუნქტში წესდების ეგზემპლარები 2-მდე შემცირდა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის დოკუმენტები ამოიღეს. 5.6 და 5.7 პუნქტები ხელმოწერის ნიმუშებსა და ნოტარიულ დამოწმებას ახლებურად აწესრიგებს.

  11. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    5.5 პუნქტში წესდება 5 ეგზემპლარად წარედგინება, „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა „დ“ ქვეპუნქტი მოსაკრებლის გადახდის დოკუმენტზე. 5.6 პუნქტი ახლა ხელმოწერის ნიმუშის წარდგენას ეხება, ხოლო 5.7–5.9 პუნქტების ადგილას ჩამოყალიბდა ნოტარიული დამოწმების მოთხოვნა.

  12. მე-5 მუხლის შესაბამის წინადადებაში სიტყვები „სამეწარმეო რეესტრში“ ამოღებულია, ხოლო ბოლოს დაემატა ნორმა, რომლის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება დირექტორებს ეკისრებათ.

  13. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2003

    5.9 პუნქტში რეგისტრაციის ვადა შვიდი კალენდარული დღიდან ხუთ კალენდარულ დღეზე შეიცვალა; მოწმობის გაცემა ახლა დაკავშირებულია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გაცემასთან.

  14. · გამოქვეყნდა 19 აპრ. 2001

    5.2 პუნქტიდან, 5.4.1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან და განცხადების შეტანის წესიდან ინდივიდუალური მეწარმე ამოღებულია; 5.9 პუნქტში რეგისტრაციის ვადა 15 დღიდან შვიდ დღემდე შემცირდა და სასამართლოს კოდების მინიჭების უფლებამოსილება დაემატა.

  15. მე-5 მუხლის ბოლო წინადადება ამოღებულია: ნორმა, რომლის მიხედვითაც სასამართლო თავად ანიჭებს საწარმოს საგადასახადო და სტატისტიკის კოდებს, აღარ მოქმედებს.

  16. მე-5 მუხლიდან ამოღებულია სახაზინო საწარმოთა რეესტრში შეტანის აბზაცი, ხოლო მე-6 პუნქტის პირველი წინადადება მხოლოდ 5.4 მუხლზე მიუთითებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹12954112711³ (…3 (და…81486495
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…