Justice
კლიმატის ცვლილება აღარ არის ხვალინდელი პრობლემა - როგორ აქცია სასამართლოებმა იგი ადამიანის უფლებების საკითხად
კლიმატის ცვლილების სამართლებრივ მნიშვნელობას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. კლიმატის ცვლილება დღეს უკვე მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა აღარ არის — ის დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ღირსებისა და საკუთრების უფლებებთან.
ევროპული სასამართლოების პრაქტიკაში თანდათან ჩამოყალიბდა პრინციპი, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება— არა მხოლოდ თავად არ დააზიანოს გარემო, არამედ მიიღოს ეფექტიანი და დროული ზომები გარემოსდაცვითი და კლიმატური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ამის მაგალითებია საქმეები Lopez Ostra, Guerra,Öneryıldız, Budayeva და სხვები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2024 წლის KlimaSeniorinnen-ის საქმე, რომელმაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივ ვალდებულებად აღიარა.
ტექსტი ასევე მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას: საფრანგეთშიგარემოს დაცვა კონსტიტუციურ დონეზეა აღიარებული, გერმანიაში კი სასამართლომ მომავალი თაობების უფლებების დაცვის აუცილებლობა დაადგინა.
საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ვითარდება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება სახელმწიფოს აკისრებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს ასევე, უზენაესი სასამართლოს საქმეებში — ვერეს ხეობის ტრაგედია, საშიში ხეები და დატბორილი ავტომობილი — გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია მაშინ, როდესაც საფრთხე წინასწარ განჭვრეტადი იყო, არსებობდა პრევენციის შესაძლებლობა და შესაბამისმა ორგანოებმა სათანადოდ არ იმოქმედეს.
კლიმატის ცვლილების ეპოქაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აღარ შემოიფარგლება უკვე მომხდარ ზიანზე რეაგირებით. მას ევალება **კლიმატურ რისკებთან ადაპტაცია, ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა და წინასწარ განჭვრეტადი ზიანის პრევენცია* რათა დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.