ნაზი შიოშვილი

ბიზნეს იურისტი

  • ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის ივლისი
  • თელავი, გურჯაანი, რუსთავი, ყვარელი, სიღნაღი, საგარეჯო, მცხეთა, თბილისი, წნორი, გორი

ნაზი შიოშვილი ბიზნეს იურისტი, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე, პასუხისმგებლობასა და თითოეული კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე.

რაში დაგეხმარებათ

სახელშეკრულებო სამართალი24 სერვისი

ბიოგრაფია

ნაზი შიოშვილი ბიზნეს იურისტი, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე, პასუხისმგებლობასა და თითოეული კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე.

საქმიანობას ვახორციელებ ბიზნეს სამართლის მიმართულებით და ყოველდღიურად ვმუშაობ როგორც კომპანიებთან, ისე კერძო პირებთან სამართლებრივ საკითხებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა კლიენტმა მიიღოს არა მხოლოდ იურიდიული მომსახურება, არამედ სწორი სტრატეგია, უსაფრთხოება და ნდობა.

მაქვს გამოცდილება ხელშეკრულებების, შრომითი და ბიზნეს სამართლის, სამართლებრივი დოკუმენტაციის, მოლაპარაკებებისა და ბიზნეს პროცესების იურიდიული მხარდაჭერის მიმართულებით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, დროულ კომუნიკაციასა და პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტას.

ასევე მაქვს გამოცდილება სამედიცინო და ჯანდაცვის სამართლის მიმართულებით — როგორც სამედიცინო დაწესებულების ინტერესების სამართლებრივი დაცვის, ასევე პაციენტის უფლებების დაცვის კუთხით. შემიძლია სამედიცინო დაწესებულების იურიდიული მოწყობა და სამართლებრივი პროცესების გამართვა, მათ შორის ნებართვებთან და რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი უზრუნველყოფა.

ჩემთვის მთავარი პრინციპებია პროფესიონალიზმი, ეთიკა და კლიენტის ინტერესებზე სრულად მორგებული მიდგომა.

პროფესიული კვალიფიკაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია10284საერთო სპეციალიზაციაბავშვთა უფლებები (საერთო)

Legal.Ge-ის სტატიები ამ სპეციალისტის შესახებ

მეტი ჩემ შესახებ

ფილოსოფია

პროფესიული საქმიანობის პროცესში ჩემთვის მთავარი ღირებულებებია პასუხისმგებლობა, ეთიკა, ნდობა და თითოეული კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვა. მიმაჩნია, რომ იურისტის მთავარი მოვალეობა მხოლოდ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა არ არის მნიშვნელოვანია პრობლემის სრულყოფილი გაანალიზება, სწორი სტრატეგიის განსაზღვრა და კლიენტისთვის უსაფრთხო და ეფექტური გადაწყვეტილების შეთავაზება.

ყოველ საქმეს ინდივიდუალური მიდგომით ვუდგები და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, კომუნიკაციასა და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. ჩემი მიზანია, კლიენტთან თანამშრომლობა ეფუძნებოდეს პროფესიონალიზმს, გამჭვირვალობასა და ურთიერთნდობას.