თამთა გელაშვილი
ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სმართალში ასევე სამშენებლო და არქიტექტურული სამართალში და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული ადვოკატი.
- ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის ივლისი
- 10 წლის გამოცდილება · ქართული, ინგლისური
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სერტიფიცირებული იურისტი და ადვოკატი (სიითი ნომერი: 10364). ჩემი ვიწრო სპეციალიზაციაა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.
რაში დაგეხმარებათ
სახელშეკრულებო სამართალი24 სერვისი
- აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე და სარეგისტრაციო მომსახურება
- გარდაცვალების რეგისტრაცია და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
- დაბადების რეგისტრაცია და მამობის დადგენა — ჩანაწერები და დოკუმენტები
- ელექტრონული კომერციის წესები და პირობები
- ენერგო რესურსების საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მიმწოდებლის შეცვლა
- ზოგადი კომერციული ხელშეკრულებები
- მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები
- მომხმარებელთა დაცვის სამართალი
- მუსიკალური კონტრაქტები
- ნოტარიუსობის კარიერა — გამოცდა, დანიშვნა, გათავისუფლება
- პარტნიორობის ხელშეკრულებები
- სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა
- საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები
- საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები
- სამოქალაქო აქტის ჩანაწერები — განცხადება, ცვლილება, შესწორება და ბათილობა
- სანოტარო მოქმედება — შესრულების წესი, უარი და გასაჩივრება
- სასტუმროს მართვის კონტრაქტები
- ტრანსსასაზღვრო კომერციული კონტრაქტები
- ფრანჩაიზის ხელშეკრულებები
- ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია — პირობები, წესი, გვარი
- ქსელზე მიერთება და მესამე პირის დაშვება — ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი
- წყალმომარაგების მომსახურება — ლიცენზიატის ვალდებულებები და ტარიფები
- IT მომსახურების ხელშეკრულებები
- SaaS ხელშეკრულებები
ბიოგრაფია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სერტიფიცირებული იურისტი და ადვოკატი (სიითი ნომერი: 10364). ჩემი ვიწრო სპეციალიზაციაა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.
⚖️ მინიჭებული მაქვს ლიცენზია ჰააგის კონვენციის ფარგლებში. ამასთანავე, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალიზებული ვარ სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალში. ჩემი დარგობრივი აღიარებისა და პროფესიონალიზმის დასტურია ისიც, რომ 2026 წლიდან გახლავართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უძრავი ქონების და საკუთრების დაცვის კომიტეტის წევრი.
📈 პროფესიული გზა და პრაქტიკული გამოცდილება
ჩემი კარიერა მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიან, მდიდარ პრაქტიკას, რაც საქმის ორივე მხრიდან დანახვისა და ანალიზის უნიკალურ შესაძლებლობას მაძლევს:
2023 – დღემდე | დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა: წარმატებით ვიცავ კლიენტების ინტერესებს სასამართლოებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში.
სამშენებლო კომპანია შპს „თბილკვადრატი“ | იურისტი: ვხელმძღვანელობდი სამშენებლო ნებართვების მიღების რთულ სამართლებრივ პროცესებს, არქიტექტურული პროექტების მხარდაჭერას, სამშენებლო კონტრაქტების, ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და განშლების მომზადებას.
2017 – 2023 | საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იუსტიციის სამინისტრო) | მშენებარე ობიექტების რეგისტრაციის დეპარტამენტის სპეციალისტი: 6 წლის განმავლობაში უშუალოდ ვახორციელებდი მშენებარე მრავალსართულიანი ობიექტების, არქიტექტურული პროექტების, განშლის დოკუმენტების, აღნაგობის, წინარე ნასყიდობისა და უფლებების დათმობის ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზასა და რეგისტრაციას.
სასამართლო პრაქტიკა | თბილისის საქალაქო სასამართლო: სტაჟირების პერიოდი გავარე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სადაც ჩართული ვიყავი სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების პროექტების მომზადებაში.
კერძო იურიდიული პრაქტიკა (2016-2017): იურიდიულ კომპანიებში შპს „მედიატორი“ და შპს „ნიცე“ უზრუნველვყოფდი ბიზნესების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, შრომითი და სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მენეჯმენტსა და სტრატეგიულ დაგეგმვას.
🎯 ჩემი ძირითადი კომპეტენციის სფეროები:
სამშენებლო და უძრავი ქონების სამართალი: სამშენებლო ნებართვები, არქიტექტურული პროექტების სამართლებრივი აუდიტი, საჯარო რეესტრთან ურთიერთობა, საკუთრების უფლების დაცვა და ნებისმიერი სირთულის უძრავი ქონების რეგისტრაცია.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და დაცვა.

