ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა, კორპორაციული მართვა და ეფექტიანი სამართლებრივი გადაწყვეტილებების შემუშავება ჩემი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია.
რაში დაგეხმარებათ
სახელშეკრულებო სამართალი24 სერვისი
- აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე და სარეგისტრაციო მომსახურება
- გარდაცვალების რეგისტრაცია და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
- დაბადების რეგისტრაცია და მამობის დადგენა — ჩანაწერები და დოკუმენტები
- ელექტრონული კომერციის წესები და პირობები
- ენერგო რესურსების საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მიმწოდებლის შეცვლა
- ზოგადი კომერციული ხელშეკრულებები
- მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები
- მომხმარებელთა დაცვის სამართალი
- მუსიკალური კონტრაქტები
- ნოტარიუსობის კარიერა — გამოცდა, დანიშვნა, გათავისუფლება
- პარტნიორობის ხელშეკრულებები
- სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა
- საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები
- საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები
- სამოქალაქო აქტის ჩანაწერები — განცხადება, ცვლილება, შესწორება და ბათილობა
- სანოტარო მოქმედება — შესრულების წესი, უარი და გასაჩივრება
- სასტუმროს მართვის კონტრაქტები
- ტრანსსასაზღვრო კომერციული კონტრაქტები
- ფრანჩაიზის ხელშეკრულებები
- ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია — პირობები, წესი, გვარი
- ქსელზე მიერთება და მესამე პირის დაშვება — ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი
- წყალმომარაგების მომსახურება — ლიცენზიატის ვალდებულებები და ტარიფები
- IT მომსახურების ხელშეკრულებები
- SaaS ხელშეკრულებები
ბიოგრაფია
ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა, კორპორაციული მართვა და ეფექტიანი სამართლებრივი გადაწყვეტილებების შემუშავება ჩემი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია. 15 წელზე მეტი გამოცდილება კორპორაციული, კომერციული, საიმიგრაციო და ტურიზმის სამართლის სფეროში მაძლევს შესაძლებლობას, კლიენტებს შევთავაზო პრაქტიკული, სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი მომსახურება.
ამჟამად ვიკავებ რამდენიმე მნიშვნელოვან პოზიციას საქართველოს ბიზნესსექტორში:
ვხელმძღვანელობ სს „სმარტ რითეილის" იურიდიულ მიმართულებას და პასუხისმგებელი ვარ:
- მომწოდებლებთან, ბიზნესპარტნიორებთან და კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების მომზადებასა და მოლაპარაკებების წარმართვაზე;
- კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფაზე საცალო ვაჭრობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან;
- შრომითი, კორპორაციული და მარეგულირებელი სამართლის საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციების მიწოდებაზე;
- კომპანიის სამართლებრივი რისკების შეფასებაზე, მართვასა და პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე.
დამფუძნებელი და იურიდიული დირექტორი – MQ International
როგორც საქართველოში დაფუძნებული იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და იურიდიული დირექტორი, ვუწევ სამართლებრივ მხარდაჭერას უცხოელ მეწარმეებს, ინვესტორებსა და ექსპატებს საქართველოში საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- კომპანიების დაფუძნებასა და კორპორაციულ სამართლებრივ მხარდაჭერას;
- უცხოელებისთვის ბინადრობისა და საიმიგრაციო საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
- უძრავი ქონების სამართლებრივ შემოწმებასა და გარიგებების იურიდიულ მხარდაჭერას;
- ბიზნესის სამართლებრივ სტრუქტურირებას, რისკების მართვასა და კომპლაიენსის საკითხებს.
ვუწევ შპს „გამარჯობა ჯეორჯიას" სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის:
- კორპორაციულ და კომერციულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტირებას;
- ხელშეკრულებების მომზადებას, სამართლებრივ ანალიზსა და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას;
- მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
- კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას.
2025 წლიდან ვუწევ სამართლებრივ მომსახურებას შპს „ფარმა სთორს“. ჩემი საქმიანობა მოიცავს:
- კომპანიის ყოველდღიურ სამართლებრივ მხარდაჭერას;
- ხელშეკრულებების მომზადებას, განხილვასა და შეთანხმებას;
- შრომით, კორპორაციულ და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივ კონსულტირებას;
- კომპანიის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
- სამართლებრივი რისკების შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას.
Legal.Ge-ის სტატიები ამ სპეციალისტის შესახებ

