თამარ მამარდაშვილი
უფროსი იურისტი | იურიდიული კონსულტანტი | FMCG და კორპორაციული სამართლის ექსპერტი
- ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის აგვისტო
- 10 წლის გამოცდილება · ქართული, ინგლისური, რუსული
- თბილისი
კერძო სამართლის იურისტი | FMCG და კორპორაციული სამართლის ექსპერტი
რაში დაგეხმარებათ
სახელშეკრულებო სამართალი24 სერვისი
- აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე და სარეგისტრაციო მომსახურება
- გარდაცვალების რეგისტრაცია და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
- დაბადების რეგისტრაცია და მამობის დადგენა — ჩანაწერები და დოკუმენტები
- ელექტრონული კომერციის წესები და პირობები
- ენერგო რესურსების საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მიმწოდებლის შეცვლა
- ზოგადი კომერციული ხელშეკრულებები
- მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები
- მომხმარებელთა დაცვის სამართალი
- მუსიკალური კონტრაქტები
- ნოტარიუსობის კარიერა — გამოცდა, დანიშვნა, გათავისუფლება
- პარტნიორობის ხელშეკრულებები
- სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა
- საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები
- საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები
- სამოქალაქო აქტის ჩანაწერები — განცხადება, ცვლილება, შესწორება და ბათილობა
- სანოტარო მოქმედება — შესრულების წესი, უარი და გასაჩივრება
- სასტუმროს მართვის კონტრაქტები
- ტრანსსასაზღვრო კომერციული კონტრაქტები
- ფრანჩაიზის ხელშეკრულებები
- ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია — პირობები, წესი, გვარი
- ქსელზე მიერთება და მესამე პირის დაშვება — ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი
- წყალმომარაგების მომსახურება — ლიცენზიატის ვალდებულებები და ტარიფები
- IT მომსახურების ხელშეკრულებები
- SaaS ხელშეკრულებები
ბიოგრაფია
კერძო სამართლის იურისტი | FMCG და კორპორაციული სამართლის ექსპერტი
თამარ მამარდაშვილი არის კერძო სამართლის იურისტი 10-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. იგი სპეციალიზდება კორპორაციულ და კომერციულ სამართალში, რეგულაციებთან შესაბამისობასა (Compliance) და სასამართლო/ადმინისტრაციულ დავებში.
თამარს აქვს მსხვილი ბიზნესსექტორების (რითეილ ქსელები, წარმოება) იურიდიული მხარდაჭერისა და გუნდის ხელმძღვანელობის მდიდარი პრაქტიკა.
მისი პროფესიული ექსპერტიზა მნიშვნელოვნად უკავშირდება FMCG სექტორს, სადაც წარმატებით უზრუნველყოფს მასშტაბური ბიზნესოპერაციების სამართლებრივ უსაფრთხოებასა და რეგულაციებთან სრულ შესაბამისობას.
მის აქტივშია 40-ზე მეტი მოგებული და მოგვარებული სასამართლო თუ ადმინისტრაციული დავა — 90%-იანი წარმატების მაჩვენებლით.
ასევე, ფლობს სამშენებლო ნებართვების მოპოვებისა და სამშენებლო დავების სასამართლოში ეფექტიანად წარმართვის სიღრმისეულ გამოცდილებას;
ძირითადი მიმართულებები:
კორპორაციული და კომერციული სამართალი — ბიზნესის სრული იურიდიული მხარდაჭერა და კორპორაციული მართვა;
სახელშეკრულებო სამართალი — კომპლექსური გარიგებების მომზადება, ექსპერტიზა და მოლაპარაკებების წარმართვა;
Compliance & რისკების მართვა — ბიზნესის შესაბამისობა მარეგულირებელ მოთხოვნებთან და იურიდიული რისკების პრევენცია
დავების მოგვარება (Litigation) — ეფექტიანი წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებსა და სახელმწიფო ორგანოებში;
შრომითი სამართალი — შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება და შიდა პოლიტიკების შემუშავება;
ინტელექტუალური საკუთრება — სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია და სამართლებრივი დაცვა;
სამშენებლო სამართალი — სამშენებლო ნებართვების, ტექნიკური რეგულაციების, მათი კანონიერების საკითხების მართვა და შესაბამისი დავების წარმართვა;
Legal.Ge-ის სტატიები ამ სპეციალისტის შესახებ

